Loading data...
წყალსათხილამურო სპორტის ღია ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღეს ტრამპლინიდან ხტომაში გამარჯვებულები გამოვლინდნენ

ევროპისა და აფრიკის წყალსათხილამურო სპორტის ღია ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღეს ტრამპლინიდან ხტომაში გამარჯვებულები გამოვლინდნენ. ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების ცნობით, მალთაყვის ტერიტორიაზე მდებარე ოქროს ტბის წყალსათხილამურო ბაზაზე წყალსათხილამურო სპორტის ევროპისა და აფრიკის ღია ჩემპიონატი გრძელდება.

ტურნირის მეორე დღეს ტრამპლინიდან ხტომაში გამარჯვებული სპორტსმენები გამოვლინდნენ. მამაკაცებს შორის ჩემპიონი ლუკა რაუხენვალდი გახდა, ქალებს შორის კი - ირინა ტურეცი.

დღეს საკვალიფიკაციო ასპარეზობები მამაკაცებს შორის სლალომსა და ფიგურებში, ქალებს შორის კი სლალომში მოეწყო. ტურნირზე ასპარეზობა დაასრულეს ქართველმა სპორტსმენებმა - გენადი გურალიამ, ცოტნე ბერაიამ და გიორგი შონიამ.

ტურნირი 26 ივლისს საზეიმოდ დაიხურება. ჩემპიონატში 20 ქვეყნის 120-ამდე სპორტსმენი მონაწილეობს.