1780322916
სპორტი
Transfermarkt-მა საფრანგეთის ლიგა 1-ის ფეხბურთელების სატრანსფერო ღირებულებები განაახლა და ხვიჩა კვარაცხელიას ფასი გაიზარდა
ახალი მონაცემებით, პარი სენ ჟერმენის ქართველი შემტევი 140 მილიონი ევრო ღირს, რაც წინა მონაცემზე 50 მილიონით მეტია. აღნიშნული შედეგით, ხვიჩა კვარაცხელია მსოფლიოს მე-7 ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდა.
სიის სათავეში 200 მილიონი ევროთი კვლავ ლამინ იამალი, ერლინგ ჰოლანდი და კილიან მბაპე არიან. მათ შემდეგ კი პედრი, მაიკლ ოლისე და ვინისიუს ჟუნიორი მოდიან, რომელთა ღირებულება 150 მილიონი ევროა.
10 ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი Transfermarkt-ის მონაცემებით
