თელავი 18 წლამდე ვაჟ ხელბურთელთა ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს - საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა მეორე მატჩი ბულგარეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართა და ანგარიშით 35:32 გაიმარჯვა
სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე 18 წლამდე ვაჟ ხელბურთელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოსა და ბულგარეთს შორის გამართულ მატჩს დაესწრო.
საქართველოს სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, თელავი 18 წლამდე ვაჟ ხელბურთელთა ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა მეორე მატჩი ბულგარეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართა და ანგარიშით 35:32 გაიმარჯვა.
მატჩს საქართველოს სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილი ესწრებოდა. ტურნირის პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრები დიდი ბრიტანეთისნაკრებს დაუპირისპირდა და ანგარიშით 31:24 დაამარცხა.
18 წლამდე ვაჟ ხელბურთელთა ევროპის ჩემპიონატში, საქართველოს გარდა, ბელგიის, ბულგარეთის, დიდი ბრიტანეთის, კოსოვოსა და კვიპროსის გუნდები მონაწილეობენ.
კონტინენტის პირველობა 2 აგვისტოდან 9 აგვისტოს ჩათვლით თელავის სპორტის სასახლეში გაიმართება.