1775576378
სპორტი
თბილისში ბადმინტონში „საქართველოს პირველობა - 2026“ გაიმართა
საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და სპორტისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის, ასევე საქართველოს ბადმინტონის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით 3-5 აპრილს თბილისში ბადმინტონში „საქართველოს პირველობა - 2026“ გაიმართა.
საქართველოს პირველობა გაიმართა U11, U13, U15, U17 და ღია კატეგორიებში, ერთეულების, წყვილებისა და შერეულ წყვილთა თანრიგებში. ტურნირში 134 სპორტსმენი მონაწილეობდა.
U15 ასაკობრივ კატეგორიაში,საქართველოს პირველობის შედეგების მიხედვით დაკომპლექტდა ეროვნული ნაკრები.კანდიდატები შეკრებაზე გაემგზავრებიან აპრილში.შემდეგ კი საერთაშორისო შეჯიბრებში მიიღებენ მონაწილეობას.
სრული შედეგები სრულად
(BS) Boys singles, (GS) Girls singles, (BD) boys doubles, (GD) girls doubles და (XD) mixed doubles



