1789996319
სპორტი
თბილისმა Hype Fighting-ს უმასპინძლა, სადაც რომან დოლიძემ UFC-ის ყოფილი მებრძოლი დაამარცხა
თბილისი არენამ Hype Fighting-ის ივენთს უმასპინძლა, სადაც მონაწილეობა როგორც ქართველმა, ასევე უცხოელმა მებრძოლებმა მიიღეს.
ქარდის მთავარი ორთაბრძოლა გრეპლინგში შედგა, სადაც რომან დოლიძემUFC-ის ყოფილი და OKTAGON MMA-ის მოქმედი მებრძოლი მახმუდ მურადოვი დაამარცხა.
სამწუხაროდ, ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი, ლადო ხინჩეგაშვილი ბრიტანეთის სახელით მოასპარეზე მუჰამედ მოკაევთან დამარცხდა, ხოლო ქართულ-სომხური დაპირისპირება ლევან ჩოხელსა და ედუარდ ვარტანიანს შორის ფრედ დასრულდა.
გარდა ამისა, დღევანდელ ივენთზე საქართველოს სახელით გამარჯვებები მოიპოვეს ნიკა ბოკელავაძემ, ლაშა მესხმა და ლიანა ჯოჯუამ, რომლებმაც ყაზახი, რუსი და უზბეკი მეტოქეები დაამარცხეს.