Loading data...
ტატო გრიგალაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია

ქართველი ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი 2025 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში იასპარეზებს.

სამ გზის მსოფლიო ჩემპიონმა მეოთხედფინალში მისთვის ნაცნობი მოწინააღმდეგე ბელგიელი მატიას კასე მძიმე ბრძოლაში დაამარცხა და ნახევარფინალშია. ძიუდოისტებმა ტატამიზე 9 წუთზე მეტი გაატარეს და საბოლოო ჯამში ტატომ გამარჯვება შიდოების ხარჯზე მოიპოვა.

ტატო გრიგალაშვილის მოწინააღმდეგე ნახევარფინალურ დაპირისპირებაში აზერბაიჯანელი ზელიმ ცკაევი იქნება.