Loading data...
სპორტის მინისტრმა ახმეტის მუნიციპალიტეტს სპორტული ინვენტარი და ეკიპირება გადასცა

საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ ახმეტის მუნიციპალიტეტში მდებარე სპორტულ სკოლებსა და დარბაზებს საჭირო სპორტული ინვენტარი და ეკიპირება გადასცა. ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს. 

ინვენტარი და ეკიპირება მწვრთნელებისა და სპორტსმენების საჭიროებების გათვალისწინებით შეირჩა.

მინისტრი ახმეტის მუნიციპალიტეტის მერ ალექსი ფიცხელაურთან ერთად ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებს, მუნიციპალიტეტებში დასაქმებულ მწვრთნელებს, სპორტსმენებსა და სპორტული საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა.

სპორტული ინვენტარი, რომელიც პანკისის მხარეშიც გადანაწილდება, მოიცავს ძიუდოს კიმონოებს, ტატამებს, კრივისა და კიკბოქსის ინვენტარს, ფეხბურთისა და კალათბურთის ბურთებს.

სპორტის მინისტრი აგრძელებს მუნიციპალიტეტებში სპორტული ობიექტების დათვალიერებასა და მათი საჭიროებების აღწერას, პარალელურად დაწყებულია მათი სპორტული ინვენტარით მომარაგება.

2028 წლის ბოლომდე აღწერისა და მომარაგების პროცესი მთელ ქვეყანაში დასრულებული იქნება.