Loading data...
სპორტის მინისტრი სტუდენტებს შეხვდა

საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე მინისტრის პირველ მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილთან და მოადგილე ირაკლი დოლაბერიძესთან ერთად სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა.

მინისტრმა და მოადგილეებმა სტუდენტებს პირადად გააცნეს სამინისტროს სამოქმედო გეგმა, მიმდინარე და სამომავლო პროექტები.

შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატით წარიმართა, რა დროსაც სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაესვათ კითხვები და პირადად მინისტრისა და მოადგილეებისგან მოესმინათ მათთვის საინტერესო შეკითხვებზე პასუხები.