1789207404
სპორტი
სპორტის მინისტრი საქართველოს მოკრივეთა ეროვნულ ნაკრებს შეხვდა
საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე საქართველოს მოკრივეთა ეროვნულ ნაკრებს შეხვდა.
სამინისტროს ინფორმაციით, ნაკრების წევრები ქალაქ წყალტუბოში ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ დასკვნით შეკრებაზე იმყოფებიან. მინისტრმა მათ კონტინენტის პირველობაზე წარმატებული ასპარეზობა უსურვა და სპორტული ეკიპირება გადასცა.
შეხვედრისას მოსამზადებელ პროცესზე, ევროპის ჩემპიონატზე მოსალოდნელ შედეგებსა და დასახულ მიზნებზე ისაუბრეს.
კრივში ევროპის ჩემპიონატი 17 სექტემბრიდან 25 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება. შეხვედრას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის
მერის მოადგილე გია კვასტიანი, საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ბექა ლობჟანიძე, ფედერაციისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.