„სპორტინგის“ ვარიანტი მოსწონს, მაგრამ...“ - Leonino.pt ქოჩორაშვილზე

„ლევანტეს“ 25 წლის ნახევარმცველის გიორგი ქოჩორაშვილის მიმართ, რომელსაც „ვალენსიურ“ კლუბთან ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, დიდი ხანია დაინტერესება გაცილებით ძლიერი ლიგების ძლიერი კლუბებიდან არსებობს.
ქოჩორაშვილის დამატებით სერიოზულად არის დაინტერესებული ლისაბონის „სპორტინგი“, რომელიც ზედიზედ მეორე ჩემპიონისკენ ისწრაფვის. ნახევარმცველის ტრანსფერს განიხილავს სერია A-ს „ნაპოლი“, ასევე, თურქული „ტრაბზონსპორი“.
პორტუგალიური მედია წერს, რომ გიორგი ქოჩორაშვილს თავის მომავალთან დაკავშირებით პოზიცია უკვე ჩამოყალიბებული აქვს.
გაზეთ Record-ის ცნობით, ის კარიერის გაგრძელებას „სპორტინგში“ აპირებს. კლუბებს შორის შეთანხმება მიღწეულია 5.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ ტრანსფერზე, რასაც შესაძლოა, 1.5 მილიონის ბონუსიც დაემატოს.
„სპორტინგს“ დიდი ხანია თვალი აქვს დადგმული გიორგი ქოჩორაშვილზე. ქართველი, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას თანამემამულეა, უკვე იყო „ალველადეზეც“ მიწვეული უგო ვიანას მიერ, რომელმაც „ლევანტესთან“ გარიგება პრაქტიკულად შეათანხმა.
ნახევარმცველიც და ესპანური კლუბი ინფორმირებულები არიან იმის შესახებ, რომ ინტერესი არსებობს ლა-ლიგაშიც და სერია A-შიც, თუმცა თავად ფეხბურთელმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება და გადასვლას მეზობელ ქვეყანაში, „მწვანე-თეთრების“ რიგებში აპირებს. მაგრამ იქამდე ჯერ „ლევანტეს“ უნდა დაეხმაროს ლა-ლიგაში აღზევებაში, რაც ესპანეთის მეორე დივიზიონის კლუბის მთავარი მიზანია. ქოჩორაშვილის წვლილი კი ამაში უმნიშვნელოვანესია.
გამოცემის ინფორმაციით, ტრანსფერი დაახლოებით 5 მილიონ ევროდ ფასდება. როგორც ირკვევა, ცოტა ხნის გამოჩნდა სხვა პორტუგალიური კლუბი, რომელიც მეტის გადახდაზეც იყო თანახმა, თუმცა ქართველი მხოლოდ „სპორტინგის“ პროექტით არის დაინტერესებული“, - წერს Leonino.pt.
ცნობისთვის, გიორგი ქოჩორაშვილმა ლა-ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 25 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა. მან საქართველოს ნაკრებშიც ერთა ლიგის 2024-2025 წლების სეზონშიც შედეგიანი თამაში აჩვენა და 3 გოლის გატანა შეძლო.