1726736992
სპორტი
სოლტმურად ბაკაევის განცხადებით, კვარაცხელიას უნიკალურობა ის არის, რომ ფეხბურთის თამაშისას კვლავაც ბავშვად რჩება
ტოლიატის „აკრონის“ ნახევარმცველის სოლტმურად ბაკაევის განცხადებით „ნაპოლის“ გარემარბის ხვიჩა კვარაცხელიას უნიკალურობა ის არის, რომ ფეხბურთის თამაშისას კვლავაც ბავშვად რჩება.
მანამდე ისინი ყაზანის „რუბინში“ თანაგუნდელები იყვნენ.
„ვფიქრობ, ის გაიზარდა, მაგრამ ამავე დროს ბავშვად დარჩა, რომელიც ბურთის მიღებისას ბედნიერი ხდება. როგორც ბავშვები დარბიან ბურთით, ახლაც, ასევე დარბის, მიუხედავად ასაკისა“, - განაცხადა ბაკაევმა Match Premier-ის ეთერში.