Loading data...
SMH global-ის მორიგი წარმატებული პროექტი - ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში

ლეგენდების მატჩი

2025 წლის 15 სექტემბერს, ლისაბონში, საფეხბურთო სამყაროს ვარსკვლავები ლეგენდების საქველმოქმედო მატჩისთვის შეიკრიბნენ, რათა დახმარებოდნენ ომისა და ადგილობრივი კონფლიქტების დროს დაზარალებულ საზოგადოებას მთელ მსოფლიოში. მატჩი საქველმოქმედო ხასიათს ატარებდა და შეხვედრის ბოლოს 600,000 ევროზე მეტი შეგროვდა.

ლეგენდების მატჩს 25 000 გულშემატკივარი დაესწრო, ხოლო მილიონობით ადამიანისთვის თამაში ონლაინ გადაიცემოდა მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

მატჩი ანგარიშით 4-1 დასრულდა, გამარჯვება პორტუგალიის ლეგენდებმა მოიპოვეს საერთაშორისო ლეგენდების წინააღმდეგ.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ფეხბურთის უდიდესი სახელები: ლუიშ ფიგუ, რომელიც პორტუგალიის ლეგენდების კაპიტანი იყო კოშტინია - გუნდის მთავარი მწვრთნელი, ასევე, რობერტო კარლოსი, რომელიც მსოფლიო ლეგენდების მოთამაშე-მწვრთნელად მოგვევლინა.

მატჩში მონაწილეობა მიიღო ოთხმა ოქროს ბურთის მფლობელმა - გამარჯვებულმა: კაკამ, მაიკლ ოუენმა, ლუიშ ფიგუმ და ჰრისტო სტოიჩკოვმა. განსაკუთრებული სიურპრიზი გახდა მსოფლიო ლეგენდების შემადგენლობაში დაუმარცხებელი მძიმეწონოსანი კრივის ჩემპიონის, უკრაინელი ოლექსანდრ უსიკის გამოჩენა.

აღნიშნული საქველმოქმედო შეხვედრა SBC Summit Lisbon 2025-ის გარშემო დაგეგმილი საქველმოქმედო ღონისძიება იყო, სადაც SMH Global-ი ჩართული იყო, როგორც ივენთის სტრატეგიული პარტნიორი. კომპანიამ იზრუნა მატჩის ყველა საოპერაციო ელემენტზე. ქვეყნის ფარგლებს გარეთ, აღნიშნული საფეხბურთო ღონისძიება SMH Global-ის გუნდისთვის მორიგი წარმატებული პროექტია.

SBC Summit არის ადგილი, სადაც მსოფლიო iGaming ინდუსტრია იკრიბება. ლისაბონში 30,000-ზე მეტმა დელეგატმა მოიყარა თავი, მათ ჰქონდათ საშუალება გასცნობოდნენ ინდუსტრიის ყველაზე მნიშვნელოვან და უახლეს პროდუქტებს. ასევე, დასწრებოდნენ ტექნოლოგიებისა და iGaming-ის სფეროში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ და საინტერესო კონფერენციის პროგრამას.

SBC-ისა და SMH-ის თანამშრომლობის ფარგლებში, შემდეგი ივენთი, რეგიონის უმსხვილესი iGaming და Tech კონფერენცია SBC Summit Tbilisi 2025 15-16 ოქტომბერს ბრუნდება და ევრაზიის რეგიონს სრულად მოიცავს. ღონისძიების ფარგლებში, თბილისს ესტუმრება iGaming ინდუსტრიის 2 500-ზე მეტი მაღალი რანგის დელეგატი ევრაზიის, ევროპისა და ამერიკის წამყვანი გლობალური კომპანიებიდან.

ასევე, სამიტში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ბაზრის ლიდერი კომპანიები, წარდგება 30-ზე მეტი კომპანია საგამოფენო სივრცეებით, სადაც მათ საკუთარი პროდუქტისა და სერვისის დემონსტრირების საშუალება მიეცემათ.

👉 SMH Global

👉 SBC Summit Tbilisi 2025

👉 SBC

👉 Legends Charity Game