„შტურმის“ მწვრთნელი: კიტეიშვილს ყოველთვის ძალიან დიდი გავლენა აქვს, ის ჩვენი კლუბის საუკეთესო ფეხბურთელია
გრაცის „შტურმის“ მთავარმა მწვრთნელმა ფაბიო ინგოლიჩმა ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „ჰართსთან“ მატჩის წინ ოთარ კიტეიშვილზე ისაუბრა.
როგორც ჩანს, ქართველი ჯერ კიდე არ არის მზად 90 წუთის სათამაშოდ და არაა გამორიცხული, რომ კვლავ შეცვლაზე ჩაერთოს შეხვედრაში.
„კიტეს ყოველთვის ძალიან დიდი გავლენა აქვს. ის ჩვენი კლუბის საუკეთესო ფეხბურთელია. ის ავსტრიის საუკეთესო მოთამაშეა ბოლო წლების განმავლობაში. მას წინასასეზონო შეკრება არ ჰქონია, ამიტომ მისთვის და ჩვენთვისაც ადვილი არ არის მისთვის საჭირო დატვირთვის მიცემა სწორ მომენტში, მაგრამ ყველამ ვიცით ამ თამაშის მნიშვნელობის შესახებ. ეს არის ერთ-ერთი ბიჭი, ვისზეც ნამდვილად უნდა ვიზრუნოთ.
დღევანდელი ბოლო ვარჯიშის შემდეგ უნდა ვნახოთ, როგორ გრძნობს თავს იგი, შემდეგ კი ერთად უნდა მივიღოთ საბოლოო გადაწყვეტილება, შეძლებს თუ არა მსასტარტო შემადგენლობაში დაბრუნებას, თუ ისევ სათადარიგოთა სკამიდან ითამაშებს“, - განაცხადა ინგოლიჩმა.
შეგახსენებთ, რომ „შტურმს“ „ჰართსთან“ პირველი მატჩი 4:0 აქვს მოგებული და მომდევნო ეტაპთან ძალიან ახლოსაა.