1746964804
სპორტი
შოთა ომარაშვილმა თბილისის მსოფლიო თასზე ორი მედალი მოიპოვა

თბილისში მიმდინარე პარაძალოსნობის მსოფლიო თასის მეორე დღეს შოთა ომარაშვილმა (80 კგ) ორი მედალი მოიპოვა.
„შოთა ომარაშვილი პარაძალოსნობაში თბილისი 2025 მსოფლიო თასის ორი მედლის მფლობელია. ინდივიდუალურ მისვლაში მან 80 კგ წონაში 161 კგ ასწია და ბრინჯაოს პრიზიორი გახდა, სამი მისვლის ჯამში 478 კგ ჩათვალა და მესამე ადგილზე გავიდა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.