შმეიხელი კვარაცხელიაზე: როცა ხვიჩა თამაშობს, გუნდი სრულიად განსხვავებულია, მან 28 წუთში თამაში შეცვალა
ვეტერანმა დანიელმა ფეხბურთელმა პეტერ შმეიხელმა „პარი სენ-ჟერმენი“ – „ჩელსის“ მატჩზე ისაუბრა და რა თქმა უნდა, ხვიჩა კვარაცხელიაზეც, რომელიც მატჩის გმირი იყო.
ქართველი შეცვლაზე შევიდა და ორი გოლი გაიტანა, საგოლე პასიც გააკეთა, პსჟ-მ კი 5:2 მოიგო. შეიხელმა სწორედ მის დამსახურებას გაუსვა ხაზი
„ჩელსი“ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონია, ხოლო პსჟ - ევროპის ჩემპიონი. თამაში ძალიან მაღალი დონის იყო. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვფიქრობდი, რომ ეს თამაში 2:2 დასრულდებოდა. გუნდებს შორის დიდი განსხვავება არ იყო და თამაში ძალიან სანახაობრივი და მაღალი ხარისხის ფეხბურთით მიმდინარეობდა.
შემდეგ კი, როგორც იცით, მეკარის პატარა შეცდომა მოხდა და უცებ ანგარიში 3:2 გახდა. შემდეგ მოედანზე გამოვიდა კვარაცხელია, რომელმაც სულ 28 წუთი ითამაშა. ეს 28 წუთი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ მატჩის საუკეთესო მოთამაშე გამხდარიყო, რადგან ორი გოლი გაიტანა.
ძალიან საინტერესოა, რომ პსჟ საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში არ ჰგავდა იმ პსჟ-ს, რომელიც ერთი წლის წინ იყო, მაგრამ მერე უცებ ისევ გახდა ის გუნდი. ვფიქრობ, პსჟ-ზე მოედანზე კვარას გამოსვლამ ძალიან დიდი გავლენა მოახდინა, რადგან როცა ის თამაშობს, გუნდი სრულიად განსხვავებულია.
კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი ისაა, რომ პსჟ-ს ბოლო ოთხივე დარტყმა კარში ან კარისკენ, გოლით დასრულდა. უბრალოდ წარმოუდგენელია. ძალიან ვისიამოვნე ამ მატჩით და პსჟ-ს დღევანდელი გამარჯვება ნამდვილად დამსახურებული იყო“, - განაცხადა შმეიხელმა.
“28 minutes was enough for him to be MOTM.”@Pschmeichel1 discusses how Khvicha Kvaratskhelia came into the game and changed it in favor of PSG 🇫🇷 pic.twitter.com/JUFEmfj7ci
— CBS Sports Golazo ⚽️ (@CBSSportsGolazo) March 12, 2026