1789996129
სპორტი
შეცვლაზე შევიდა და გაიტანა - ქართველმა ფორვარდმა „ვილიარეალს“ სამი ქულა გაუნაღდა
ესპანეთის ჩემპიონატში გამართული მატჩი „ვილიარეალსა“ და „ლევანტეს“ შორის, მასპინძელთა გამარჯვებით 3:1 დასრულდა.
მასპინძელი გუნდის ქართველი ფორვარდი ჟორჟ მიქაუტაძე სათადარიგოთა სკამზე იყო და მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდა.
მატჩის მიწურულს მიქაუტაძემ გოლი გაიტანა და თამაშს საბოლოო წერტილი დაუსვა.
7 ტურის შემდეგ, ვილიარეალს 8 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-8 პოზიციაზეა.