Loading data...
„შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის“ - კრიშტიანუ რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას

მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას მძიმე ტრავმას გამოეხმაურა და ქართველ ფეხბურთელს სოციალურ ქსელში გამამხნევებელი კომენტარი დაუტოვა.

„ფეხბურთში ყველაზე რთული ბრძოლები ხშირად ის ბრძოლებია, რომლებსაც ვერავინ ხედავს. კვარა, ეს გრძნობა კარგად ვიცი, მაგრამ არასდროს დაივიწყო, რამ მოგიყვანა აქამდე და არ მისცე რთულ მომენტს უფლება, საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი შეგეპაროს. შეინარჩუნე ეს ცეცხლი. შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის“, - დაწერა კრიშტიანუ რონალდომ.

შეგახსენებთ, კვარაცხელიამ ბარსელონასთან მატჩში ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა. კლუბის ოფიციალური ინფორმაციით, კვარაცხელიას უახლოეს დღეებში ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდება.