Loading data...
შალვა გოგოლაძე: 2025 წელი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა ქართული სპორტისა და ჩვენი ქვეყნისთვის

2025 წელი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა ქართული სპორტისა და ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენმა სპორტსმენებმა მოიპოვეს 1932 მედალი საერთაშორისო ასპარეზზე, მათ შორის, 752 მედალი იყო ოქროსი, რაც რეკორდულია და მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ სპორტსმენს, თითოეულ ქართველს კი მივულოცო ეს წარმატება, - ამის შესახებ საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში ჩატარებულმა ყველა საერთაშორისო ტურნირმა - მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებმა, უმაღლესი შეფასებები მიიღო.

„ასევე მინდა, აღვნიშნო საქართველოში ჩატარებული ყველა ის საერთაშორისო ტურნირი - მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატები, რომლებსაც ჩვენმა ქვეყანამ უმასპინძლა და თითოეულმა ტურნირმა მიიღო უმაღლესი შეფასებები. დარწმუნებული ვარ, რომ 2026 წელი კიდევ უფრო წარმატებული იქნება ჩვენი ქვეყნისთვის. 31 საერთაშორისო, დიდ ტურნირს უნდა უმასპინძლოს საქართველომ სპორტის სხვადასხვა სახეობებში“, - განაცხადა შალვა გოგოლაძემ.