Loading data...
საქართველოს სპორტის მინისტრმა ძიუდოს ევროპის კავშირის პრეზიდენტთან სამუშაო შეხვედრა გამართა

ლასლო ტოთთან შეხვედრა

საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ ძიუდოს ევროპის კავშირის პრეზიდენტთან ლასლო ტოთთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მხარეებმა თბილისში გამართული ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი შეაჯამეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. საუბარი ასევე შეეხო 2027 წელს ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის საქართველოში ჩატარების საორგანიზაციო საკითხებს.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი და ვეტერანი ძიუდოისტი და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი შენგელი ფიცხელაური.