Loading data...
საქართველოს ფიგურული ციგურაობის ნაკრებმა ფინალის საგზური მოიპოვა

ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე, რომელსაც მილანი და კორტინა მასპინძლობენ, ისტორიაში პირველად საქართველოს ფიგურული ციგურაობის ნაკრები გუნდური ასპარეზობის ფინალშია.

10 მონაწილიდან ფინალის საგზური ხუთმა საუკეთესო გუნდმა მოიპოვა, რომელთა შორის საქართველოც მოხვდა. გუნდურ შეჯიბრებაში ბოლო ყინულზე ნიკა ეგაძე გავიდა, რომელმაც მოკლე პროგრამაში 84.37 ქულა მიიღო, რაც მეხუთე შედეგი იყო და შესაბამისად, საქართველოს ნაკრებს 5 ქულა შესძინა.

მანამდე საქართველოს ნაკრებს დიანა დევისის და გლებ სმოლკინის წყვილმა 5 ქულა მოუტანა, ანასტასია გუბანოვამ 6, ხოლო ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას წყვილმა - 9. შედეგად, ჯამში 25 ქულით საქართველოს ნაკრებმა 10 მონაწილეს შორის მეხუთე ადგილი დაიკავა.

საქართველო ისტორიაში პირველად ფინალში იასპარეზებს. ფინალში საქართველოს გარდა, გადავიდნენ აშშ (33 ქულა), იაპონია (32), იტალია (28) და კანადა (27).