Loading data...
სანიოლი: ვფიქრობ, ბოლო ერთ წლის განმავლობაში ეს ჩვენი ერთ-ერთი საუკეთესო თამაში იყო

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა რუმინეთის ნაკრებთან ამხანაგური მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა და თამაში შეაფასა.

„ვფიქრობ, მარტის მატჩებთან შედარებით დიდი პროგრესი და წინსვლა იყო, რადგან დღეს ხარისხის და ინტენსივობის მხრივ საინტერესო ფეხბურთი ვითამაშეთ. ერთი კვირა გვქონდა მოსამზადებლად, რამაც გავლენა იქონია. სამ დღეში მეორე მატჩი გვაქვს და იმედი მაქვს, ასევე ვითამაშებთ. ახალმა ფეხბურთელებმა გუნდში სიახლე შმოიტანეს. ვფიქრობ, ბოლო ერთ წლის განმავლობაში ეს ჩვენი ერთ-ერთი საუკეთესო თამაში იყო.

ირაკლი იეგოიანის თამაშს დიდი ხანია ვუყურებთ, მაგრამ გვსურდა, კლუბში სეზონი სრულად ჩაეტარებინა. მას აქვს ნიდერლანდური ფეხბურთის სკოლა. ისე ითამაშა, თითქოს, გუნდის ახალი წევრი კი არ არის, არამედ დიდი ხანია ჩვენთანაა. ქოჩორაშვილის, კიტეიშვილისა და ჩაკვეტაძის გვერდით გვჭირდება ასეთი თვისებების მქონე ფეხბურთელი.

გიზო მამაგეიშვილის თამაში მომეწონა. მისთვის ეს არ არის ბუნებრივი პოზიცია, მაგრამ სწავლობს, ეჩვევა და ყველაფერს აკეთებს, რაც შეუძლია, მარტივად ახერხებს ახალ პოზიციასთან ადაპტირებას“, - განაცხადა სანიოლმა.