Loading data...
სანიოლი: სპორტს იმის ძალა აქვს, განსაკუთრებული მომენტები აჩუქოს ადამიანებს, გვინდა, გულშემატკივრებისთვის გერმანიაში რაღაცას მივაღწიოთ

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა პორტუგალიასთან ისტორიულ დაპირისპირებამდე ინტერვიუ ჩაწერა The Telegraph-თან.

ფრანგმა სპეციალისტმა ცნობილ და ავტორიტეტულ ბრიტანულ გამოცემასთან სხვადასხვა საინტერესო თემაზე ილაპარაკა.

ვილი სანიოლმა ინტერვიუს ბოლოს ევრო 2024-ის მიზნებზეც ილაპარაკა.

„რთული ჯგუფია, მაგრამ საქართველოს ნაკრებისთვის, რომელიც პირველად გავიდა ევროპის ჩემპიონატზე, ყველა ჯგუფი რთულია. ვფიქრობ, ფეხბურთის მწვრთნელი უნდა შეეგუოს იმას, რომ ხანდახან კარგი დღე გექნება, ხანდახან ცუდი, მაგრამ გვინდა, რომ გულშემატკივრებისთვის გერმანიაში რაღაცას მივაღწიოთ. მოგების და წაგების მერეც, საქართველოში, ქუჩებში ხალხი მოდიოდა ჩემთან და დიდ სიყვარულსა და პატივისცემას გამოხატავდა. სპორტს იმის ძალა აქვს, რომ განსაკუთრებული მომენტები აჩუქოს ადამიანებს და იმედი გვაქვს, რომ შეგვეძლება ქართველ ხალხს ზაფხულში ვაჩუქოთ ის, რაც ყოველთვის დაამახსოვრდებათ“, - აცხადებს სანიოლი.