Loading data...
სანიოლი სომხეთთან დაპირისპირებაზე: ეს მატჩები ისტორიულია, წინ კავკასიური დერბი გველოდება

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ერთა ლიგაზე სომხეთთან მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

„ეს მატჩები ისტორიულია: წინ კავკასიური დერბი გველოდება. A დივიზიონისთვის მზად არ ვართ, თუმცა, ვფიქრობ, რომ C დივიზიონშიც არ არის ჩვენი ადგილი. ფეხბურთელებს მოტივაცია არ აკლიათ ამ თამაშებისთვის. კაშიას არყოფნაში გუნდს ოთარ კიტეიშვილი უკაპიტნებს. ის კლუბშიც კაპიტანია და იცის, თუ რამხელა პასუხისმგებლობაა ეს ყველაფერი“, - აცხადებს საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი.