Loading data...
სანიოლი: ძალიან ბევრი ოფლი დაიღვარა, ჩემი არა - მოთამაშეების, ვიმედოვნებ, კიდევ სამ წელიწად-ნახევარში იგივე შედეგს დავდებთ თუ არა უკეთესს

„გამარჯობა, საქართველო!“ - ასე მიმართა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა თავისუფლების მოედანზე შეკრებილ გულშემატკივრებს.

მან გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„ძალიან რთულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს პრეზიდენტის და ნიკა კვეკვესკირის შემდეგ საუბარი. მინდა მხოლოდ ის ვთქვა, სამ-ნახევარი წელი ძალიან დიდი აღმოჩნდა დღევანდელ დღემდე. ძალიან ბევრი ოფლი დაიღვარა, ჩემი არა - მოთამაშეების. იმედი მაქვს, რომ კიდევ სამ წელიწად-ნახევარში იგივე შედეგს დავდებთ თუ არა უკეთესს. დიდი მადლობა“, - აღნიშნა ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა.