სანია ოქროს ბურთზე: კვარაცხელია ოქროს ბურთს იმსახურებს, გასულ სეზონში ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშე იყო
ლონდონის „არსენალისა“ და საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ბაკარი სანიამ Goal.com-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წლის „ოქროს ბურთს“ ხვიჩა კვარაცხელია იმსახურებს.
სანიას თქმით, კვარაცხელიამ გასულ სეზონში ფენომენალური თამაში აჩვენა და მისი პოზიციიდან გამომდინარე, გუნდზე განსაკუთრებული გავლენა ჰქონდა.
მისი შეფასებით, კვარაცხელია გასული სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იყო.
„ჩემი აზრით, კვარაცხელია ოქროს ბურთს იმსახურებს. როგორც გარემარბს, მას ჰქონდა უდიდესი გავლენა და ძალიან წარმატებული სეზონი. ჩემპიონთა ლიგის მოგების გარდა, ვფიქრობ, ფეხბურთელები დამეთანხმებიან, რომ კვარაცხელია გასულ სეზონში ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშე იყო.
რაც შეეხება კილიან მბაპეს, რა თქმა უნდა, კილიანს საოცარი მსოფლიო ჩემპიონატი ჰქონდა და მიხაროდა მისი ამდენი გოლის ნახვა. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ფრანგია, არამედ იმიტომ, რომ ფეხბურთი მიყვარს.
ის შესანიშნავი ფეხბურთელია და შესაძლოა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელიც იყოს, მაგრამ პრობლემა ისაა, რამდენად მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინე საკუთარ გუნდზე გასულ სეზონში? მას არც კლუბში და არც ნაკრებში წარმატებისთვის არ მიუღწევია“, - განაცხადა სანიამ.