Loading data...
სანდრო ბაზაძე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია

თბილისში მიმდინარე ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველმა მოფარიკავემ, სანდრო ბაზაძემ ხმლით ასპარეზობაში ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.

მან მეოთხედფინალში ეგვიპტელი ზიად ელსისი 15:13 დაამარცხა და ფინალში გასასვლელად, ასევე, ეგვიპტელ აჰმედ ჰეშამს დაუპირისპირდება.

დღეს მსოფლიო ჩემპიონატზე ბექა ბაზაძეც გამოვიდა, თუმცა უნგრელ მოწინააღმდეგესთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.

ფინალური ბლოკი 18:00 საათიდან გაიმართება.