Loading data...
საქართველოსთან წაგება ძალიან მტკივნეულად განვიცადეთ - საბერძნეთის ნაკრების კაპიტანი

საქართველოსთან წაგება ძალიან მტკივნეულად განვიცადეთ, - ამის შესახებ საბერძნეთის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ტასოს ბაკასეტასმა სოციალურ ქსელში დაწერა. 

„შენი ქვეყნისთვის თამაში როგორი გრძნობაა, ამას ახსნა არ სჭირდება. საბერძნეთის გუნდი ჩვენთვის რაღაც მეტია,  ეს პატივია, პასუხისმგებლობაა, სიამაყეა, სიყვარულია. ამბობენ, რომ ყველაზე მეტ ტკივილს სწორედ სიყვარული გაყენებს. ეს მართალია. ამასაც არ სჭირდება ახსნა.

საქართველოსთან წაგება კი ძალიან მტკივნეულია. თუმცა, პასუხისმგებლობა ვალდებულებებსაც გულისხმობს, პირველ რიგში ის, რომ რთულ დროს არ დანებდე. გუნდს წინ უნდა წაუძღვე და გამარჯვება შთააგონო. ეს არის ის, რასაც ჩვენ სამომავლოდ მაინც ვაპირებთ.

მიზანი ძალიან კონკრეტულია. საბერძნეთი მთავარ საფეხბურთო ტურნირებზე უნდა დავაბრუნოთ. ამჯერად ეს ვერ შევძელით. ყველაზე მეტად თავად დავინახეთ, რაც დავაშავეთ და არასწორად რა გავაკეთეთ. თუმცა, მაქსიმუმისთვის ბრძოლაზე უარს არ ვამბობთ. გვჯერა, რომ ბევრად მეტი შეგვიძლია“, - წერს საბერძნეთის ნაკრების კაპიტანი.

View this post on Instagram

A post shared by Tasos Mpakasetas (@tasos_mpak)