Loading data...
საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე სლოვენია დაამარცხა

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე სლოვენია ანგარიშით 22:11 დაამარცხა. ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს. 

ბელგრადში წყალბურთის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ევროპის პირველობაზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მესამე მატჩი სლოვენიის წინააღმდეგ გამართა.

შეხვედრა ქართველი წყალბურთელების გამარჯვებით, ანგარიშით 22:11, დასრულდა. ამ გამარჯვებით საქართველოს წყალბურთის ეროვნულმა ნაკრებმა მერვედფინალის საგზური მოიპოვა.

ევროპის პირველობაზე საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები B ჯგუფში ასპარეზობდა.

ჯგუფური ეტაპის ფარგლებში ქართველი წყალბურთელები პირველ მატჩში საბერძნეთთან ანგარიშით 6:20 დამარცხდნენ, მეორე მატჩი კი ხორვატიასთან ანგარიშით 7:18 დათმეს.