Loading data...
საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა Danube Cup 2026-ზე კანადის ნაკრები დაამარცხა

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა Danube Cup 2026-ზე კანადის ნაკრები დაამარცხა. ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს. 

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო თასის მე-2 დივიზიონის მატჩებისთვის ემზადება.

მოსამზადებელი პერიოდის ფარგლებში ეროვნული ნაკრები საერთაშორისო ტურნირში Danube Cup 2026 მონაწილეობს.

ქართველი წყალბურთელები ტურნირის პირველ მატჩში კანადელებს დაუპირისპირდნენ, მათ მეტოქე ანგარიშით 17:11 დაამარცხეს.

ეროვნული ნაკრები ტურნირზე ავსტრალიისა და სლოვაკეთის ნაკრებებსაც დაუპირისპირდება.