საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო თასის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს!
საქართველოს წყალბურთის ნაკრები მსოფლიო თასზე ითამაშებს. ტურნირი 22-26 ივლისს ავსტრალიაში გაიმართება.
მსოფლიო თასის საგზური ჩვენმა გუნდმა მალტაში გამართულ საკვალიფიკაციო ეტაპზე ფინალში გასვლით მოიპოვა. ნახევარფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქე გერმანია იყო რომელიც 19:13 დაამარცხა.
ქართველებმა საწყისი ორი პერიოდი ერთნაირი ანგარიშით, 4:3 მოიგეს. მესამეში კი სრული უპირატესობა მოიპოვეს, გერმანელებს 5:1 აჯობეს და ბოლო რაუნდის წინ ექვსი ქულით დაწინაურდნენ - 13:7. ეს უკვე გამარჯვებას ნიშნავდა. დარჩენილ დროში მეტოქისთვის თამაშის შემოტრიალების უფლება არ მიუციათ.
აქართველოს ნაკრების შემადგენლობა: ირაკლი რაზმაძე, გიორგი გვეტაძე; საბა ტყეშელაშვილი (2 გოლი), ვატო დადვანი (1), ნიკა შუშიაშვილი (2), ანდრია ბითაძე (1), დუშან ვასიჩი (1), ხვიჩა ჯახაია (3), ბესარიონ ახვლედიანი (4), იოვან სარიჩი (1), გიორგი მესხი (1), ანდრია ვლაჰოვიჩი, ლუკა ჩიქოვანი, სტეფან პიეშივაცი (3), საბა მაჭავარიანი.