Loading data...
საქართველოს სახელით მოასპარეზე პარასპორტსმენი სერჰი იემელიანოვი პარაკაიაკში მარათონში ევროპის ვიცე-ჩემპიონია

სერჰი იემელიანოვი პარაკაიაკში მარათონში ევროპის ვიცე-ჩემპიონია. ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების ცნობით, საქართველოს სახელით მოასპარეზე პარასპორტსმენმა სერჰი იემელიანოვმა 11,8 კილომეტრიანი დისტანცია პარაკაიაკით 1:00:05,22 საათში დაფარა და მეორე ადგილი დაიკავა.

ტურნირი რუმინეთში მიმდინარეობს და მასში 25 ქვეყანა მონაწილეობს.