Loading data...
საქართველოს სახელით მოასპარეზე დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილმა ფიგურული ციგურაობის ევროპის ჩემპიონატზე რიტმულ ცეკვებში ასპარეზობა მეექვსე ადგილზე დაასრულა

საქართველოს სახელით მოასპარეზე დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილმა ფიგურული ციგურაობის ევროპის ჩემპიონატზე რიტმულ ცეკვებში ასპარეზობა მეექვსე ადგილზე დაასრულა. ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს. 

დიდ ბრიტანეთში ფიგურული ციგურაობის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. საქართველოს სახელით მოასპარეზე წყვილმა - დიანა დევისმა და გლებ სმოლკინმა რიტმულ ცეკვებში 78.67 ქულა დააგროვა და ასპარეზობა მეექვსე ადგილზე დაასრულა.

თავისუფალი პროგრამით კი წყვილი 17 თებერვალს იასპარეზებს.

ჩემპიონატის მესამე დღეს თავისუფალ პროგრამაში ანასტასია გუბანოვაც იასპარეზებს. საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენმა მოკლე პროგრამაში 56,17 ქულა დაიმსახურა და ასპარეზობა მეთერთმეტე ადგილზე დაასრულა.ევროპის ჩემპიონატზე ქართულმა სპორტულმა წყვილმა - ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ ისტორიული ოქროს მედალი მოიპოვა.

წყვილმა მოკლე პროგრამაში 75,96 ქულა დააგროვა და მცირე ოქროს მედალი მიიღო, თავისუფალ პროგრამაში კი 139,80 ქულა დაიმსახურა და პირველი ადგილი დაიკავა; ორი პროგრამის ჯამში კი 215,76 ქულით ევროპის ჩემპიონობა იზეიმა.

მოკლე პროგრამაში იასპარეზა ნიკა ეგაძემ, რომელმაც მცირე ოქროს მედალი მოიპოვა; სპორტსმენი თავისუფალი პროგრამით 17 იანვარს იასპარეზებს.