1763221263
სპორტი
საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობა ესპანეთთან მატჩისთვის
საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებთა მატჩის დაწყებამდე ცოტა დრო რჩება. უკვე ცნობილია, ორივე გუნდის ძირითადი შემადგენლობა.
ვილი სანიოლმა 4-2-3-1 ტაქტიკური სქემა აირჩია და ძირითად შემადგენლობაშია ნაკრების დებიუტანტი იური ტაბატაძეც:
საქართველო (4-2-3-1): მამარდაშვილი, მამუჩაშვილი, გოგლიჩიძე, ლოჩოშვილი, გოჩოლეიშვილი; მექვაბიშვილი, კიტეიშვილი; ტაბატაძე, დავითაშვილი, კვარაცხელია; - ზივზივაძე
ესპანეთი (4-3-3): სიმონი; პედრო პორო, კუბარსი, პალორტი, კუკურელია; სუბიმენდი, ფაბიან რუისი, მერინო; ფერან ტორესი, ოიარსაბალი, ალექს ბაენა
შეგახსენებთ, რომ მატჩი 21:00 საათზე დაიწყება.