1791281402
სპორტი
საქართველოს ნაკრების ანტირეკორდი - პირველად, 2013 წლის შემდეგ
ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ოთხი ტურის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა ერთი გოლიც ვერ გაიტანა. მსგავსი მშრალი სერია ბოლოს დაფიქსირდა 2013-ში, როცა ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა ასევე მიყოლებით 4 შეხვედრაში ოპონენტის კარის აღება ერთხელაც ვერ შეძლო. ყაზახეთთან ამხანაგურ თამაშში წაგებას (0:1) შემდეგ დაემატა 3 უგოლო დუელი ბრაზილიის მუნდიალის შესარჩევზე.
„ჯვაროსნებმა“ ითამაშეს ფრე, ანგარიშით 0:0 საფრანგეთთან, მოგვიანებით კი ესპანეთსა (2:0) და ფინეთთან (1:0) მარცხი განიცადეს. რაც შეეხება ნავსის გატეხას, ეს მოხდა ბრაზილიის მუნდიალის შესარჩევის დასრულების შემდეგ, ამხანაგურ შეხვედრაში ლიხტენშტაინთან, რომელიც თემურ ქეცბაიას გუნდმა 2:0 მოიგო.
4-მატჩიანი უგოლო სერია 2013 და 2026 წლებში
