1756843000
სპორტი
საქართველოს ნაკრები თურქეთთან მატჩისთვის სრული შემადგენლობით ემზადება

საქართველოს ეროვნული ნაკრები, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის სასტარტო მატჩებისთვის ემზადება, „მიხეილ მესხი 2“-ზე სრული შემადგენლობით შეიკრიბა.
აქამდე გუნდი 13 მოთამაშით ვარჯიშობდა. ახლა კი დარჩენილი ლეგიონერებიც შეუერთდნენ და საწვრთნელ პროცესში 24-ვე ფეხბურთელი მონაწილეობდა.
საქართველოსა და თურქეთის ნაკრების მწვრთნელები, ვილი სანიოლი და ვინჩენცო მონტელა 3 სექტემბერს პრესკონფერენციას გამართავენ.
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 4 სექტემბერს, თურქეთის წინააღმდეგ გამართავს. 7 სექტემბერს კი ჩვენი გუნდის მეტოქე ბულგარეთი იქნება. ორივე მატჩი თბილისში, „დინამო არენაზე“ გაიმართება.