Loading data...
საქართველოს ნაკრები დღეს ევროპის ჩემპიონატზე პორტუგალიას დაუპირისპირდება

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში პორტუგალიის ნაკრებს შეხვდება.

„ჯვაროსნებმა“ სრული შემადგენლობით დასკვნითი მოსამზადებელი ეტაპი უკვე გაიარა. საწვრთნელ პროცესში ჩაერთო ოთარ კიტეიშვილიც, რომელმაც ტრავმის გამო ჯგუფური ეტაპის ორი შეხვედრა გამოტოვა.

საქართველოსა და პორტუგალიას შორის გადამწყვეტი მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე, გელზენკირხენში გაიმართება.