Loading data...
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა შემოდგომის ტესტმატჩების სერია ტონგასთან მოგებით დაასრულა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ნოემბრის ტესტმატჩები გამარჯვებით დაასრულა. „ბორჯღალოსნებმა“ თბილისში ტონგას უმასპინძლეს, რომელიც 22:7 დაამარცხეს.

პირველი ტაიმი საკმაოდ მოსაწყენი გამოდგა და რაც უნდა გასაკვირი იყოს, უქულოდ, 0:0 დასრულდა. ეს ანგარიში თამაშის სცენარიდან გამომდინარე სრულიად ლოგიკური იყო.

სამაგიეროდ, მეორე ნახევარში საქართველოს ნაკრების უპირატესობა თვალშისაცემი გახდა, რამაც შედეგი მალევე გამოიღო. კარგი კომბინაცია სანდრო თოდუამ დაასრულა ლელოთი, რომელიც ლუკა მატკავამ გარდასახა. შემდეგ იყო საჯარიმო ლელო, ხოლო მესამე ლელო აკა ტაბუცაძის ანგარიშზეა. გარდა ამისა, იყო კიდევ ერთი ჯარიმაც, რომელიც მატკავამ გაიტანა - 22:0.

საქართველოს ნაკრები ახლოს იყო მშრალზე გამარჯვებასთან, მაგრამ ბოლო წუთზე ტონგელებმა მოახერხეს ლელოს დადება, რომელიც გარდასახეს და პრესტიჟის ქულები მიითვალეს.

ნოემბრის ტესტების ეგიდით საქართველოს ნაკრები ტონგამდე, გენუაში, იტალიას გაეჯიბრა და 17:20 დამარცხდა, ხოლო მანამდე ახალი ზელანდიის A ნაკრებთან განიცადა მარცხი (13:31).