1783274343
სპორტი
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ესპანეთი დაამარცხა
საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში ესპანეთის ეროვნული გუნდი ანგარიშით 91:89 დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრის მსვლელობისას ჩვენი ნაკრები აგებდა 22 ქულას, მაგრამ შემდეგ შეძლო დაბრუნება, თამაშის ოვერტაიმში გადაყვანა და მოგება.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მომდევნო ჯგუფური ეტაპის საგზური უკვე განაღდებული აქვს, ესპანეთთან მოგება მაინც მნიშვნელოვანი იყო. თითოეული მოპოვებული ქულა გუნდებს მეორე რაუნდშიც გადაჰყვებათ, სადაც კიდევ 6 მატჩი ელით და სწორედ ამ ჯამური შედეგით გაირკვევა, მოიპოვებენ თუ არა მსოფლიო პირველობის საგზურს.