Loading data...
საქართველოს გოგონათა 17 წლამდე ნაკრებმა A ლიგის საგზური მოიპოვა

საქართველოს გოგონათა 17 წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის A ლიგაში ითამაშებს.

B ლიგაში ქართველმა გოგონებმა ჯგუფში სამ ტურში მოპოვებული 6 ქულით მეორე ადგილი დაიკავეს, ხოლო მას შემდეგ, რაც დღეს ყველა ჯგუფში ასპარეზობა დასრულდა, გაირკვა, რომ საუკეთესო მეორეადგილოსანი საქართველოს ნაკრები გამოდგა, შესაბამისად, პირდაპირ ერგო A ლიგის საგზური.

საქართველოს გოგონათა 17 წლამდე ნაკრები მომდევნო წლის მარტში უკვე ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად იბრძოლებს.