Loading data...
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა სამორინის კადეტთა ევროპის თასზე ასპარეზობა ოთხი მედლით დაასრულა

14-15 თებერვალს სლოვაკეთის ქალაქ სამორინში ძიუდოში კადეტთა ევროპის თასი გაიმართა.

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ასპარეზობა ოთხი მედლით დაასრულა, კერძოდ, ერთი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედლით.

ჩემპიონობა გიორგი ავალიანმა (-60 კგ) იზეიმა, ვიცე-ჩემპიონი საბა ნოზაძე (-50 კგ) გახდა, ბრინჯაოს მედლები კი მუსლიმ ტოხოსაშვილმა (-50 კგ) და ნიკოლოზ მუშტარაულმა (-55 კგ) მოიპოვეს.

ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.