საქართველოს 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დასახელდნენ
23 დეკემბერს, თბილისში, ახალ სპორტის სასახლეში, სპორტის სამინისტროს ორგანიზებით, საქართველოს 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაზე საუკეთესოები რვა ნომინაციაში გამოვლინდნენ.
სპორტის სამინისტროს ვერსიით, საქართველოს 2025 წლის საუკეთესო მამაკაც სპორტსმენად მოფარიკავე სანდრო ბაზაძე დასახელდა, ხოლო საუკეთესო ქალი სპორტსმენი ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი გახდა.
საუკეთესოებად დასახელდნენ: 👇
👉 წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი – ვახტანგ ლოლუა (ბერძნულ/რომაული ჭიდაობა)
👉 წლის საუკეთესო პარასპორტსმენი ქალი – ანა ჯაფარიძე (პარატაეკვონდო)
👉 წლის საუკეთესო პარასპორტსმენი კაცი – გიორგი ქალდანი (ტაეკვონდო)
👉 წლის საუკეთესო სპორტსმენი არაოლიმპიურ სახეობაში – თემურ სამხარაძე (ძალისმიერი სამჭიდი)
👉წლის საუკეთესო გუნდური სახეობა – ძიუდოს ნაკრები
👉 წლის საუკეთესო გუნდი – ძიუდოს ნაკრები
👉 წლის საუკეთესო ქალი სპორტსმენი – ეთერ ლიპარტელიანი (ძიუდო)
👉 წლის საუკეთესო მამაკაცი სპორტმენი – სანდრო ბაზაძე (ფარიკაობა)