Loading data...
საქართველოს 19 წლამდე ნაკრებმა ელიტრაუნდის საგზური მოიპოვა

საქართველოს 19 წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი დაძლია.

ლაშა ფირცხალაიშვილის გუნდი ბოლო ტურში ესტონეთს დაუზავდა და სასურველ შედეგს მიაღწია. მეტოქე მე-17 წუთზე მაქსიმ კალიმულინის გოლით დაწინაურდა, რომელმაც პენალტი გაიტანა რასაც ტაიმის მიწურულს ქართველებმა ოსკარ პიჰელას ავტოგოლით უპასუხეს.

მეორე ნახევარში ანგარიში აღარ შეცვლილა და მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. შედეგად, საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში 4 ქულით მეორე ადგილი დაიკავა, ბურთების ბალანსით აჯობა იმავე ესტონეთს, რომელსაც 4 ქულით მესამე ადგილი ერგო.

შესაბამისად, საქართველოს 19 წლამდე ნაკრები, ნორვეგიასთან ერთად მეორე შესარჩევ ეტაპზე, ელიტრაუნდში გავიდა.

ელიტ-რაუნდში 7 ჯგუფი იქნება, რომელთა გამარჯვებულები უკვე ევროპის ჩემპიონატზე გავლენ, რომელიც 2025 წლის ივნისში რუმინეთში ჩატარდება.