1778245945
სპორტი
საქართველოს 17 წლამდე მოკრივეთა ნაკრებმა 4 ოქროს, 2 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა - აზერბაიჯანში საერთაშორისო ტურნირი გაიმართა
აზერბაიჯანში საერთაშორისო ტურნირი „ჰეიდარ ალიევის თასი” გაიმართა.
საქართველოს 17 წლამდე მოკრივეთა ნაკრებმა 4 ოქროს, 2 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა.
ჩემპიონები ელენე ქარჩავა (54 კგ), ანასტასია ჩოკორაია (63 კგ), ლიზა ლობჟანიძე (70 კგ) და თემურ პავლიაშვილი (66 კგ) გახდნენ.
ვერცხლი მელანო ჯაყელმა (54 კგ), ნიკოლოზ ხიზანიშვილმა (63 კგ), ბრინჯაოს მედლები კი მარიამ ნაკანმა(57კგ), რატი ხარბედიანმა (48კგ) და ლაზარე დოკვაძემ(80კგ) მოიპოვეს.