Loading data...
საქართველო-უკრაინის მატჩზე ბილეთების გაყიდვა იწყება

„საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის 2026/27 სეზონის გათამაშებას საშინაო მატჩებით იწყებს. 25 სექტემბერს, ჩვენი გუნდი ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებს უმასპინძლებს, ხოლო 28 სექტემბერს - უკრაინას. ორივე მატჩი თბილისში, დინამო არენაზე გაიმართება და 20:00 საათზე დაიწყება“, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

„შეგახსენებთ, რომ უეფას სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით, ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩი გულშემატკივრის გარეშე ჩატარდება. 28 სექტემბერს დაგეგმილ საქართველო-უკრაინის მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა კი 25 აგვისტოს, 12:00 საათზე დაიწყება.

გულშემატკივრისთვის ხელმისაწვდომი იქნება ოთხი კატეგორიის ბილეთი და მათი ფასი 20, 40, 70 და 100 ლარია. ერთ მომხმარებელს მაქსიმუმ ოთხი ბილეთის შეძენა შეუძლია.

ბილეთები მხოლოდ ონლაინ რეჟიმში, biletebi.ge-ზე გაიყიდება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ბილეთი სჭირდება ყველა ასაკის მაყურებელს. ბილეთების შეძენის დროს აუცილებელია პირადი მონაცემების მითითება“, - აღნიშნულია განცხადებაში.