Loading data...
საქართველო, გელოდებით მეოთხედფინალში - გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი

საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი საქართველო-ესპანეთის მატჩის დაწყებამდე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საქართველოს ეროვნულ ნაკრებს წარმატებებს უსურვებს.

ელჩის თქმით, გერმანია საქართველოს მეოთხედფინალში სათამაშოდ ელოდება.

„საქართველო, გელოდებით მეოთხედფინალში, წარმატეტები“, – წერს ფიშერი.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს გერმანიის ქალაქ კიოლნში თბილისის დროით 23:00 საათზე დაუპირისპირდება.