Loading data...
„საგოლე პასი დაუფასდა“ - დავითაშვილი L'EQUIPE-ს ტურის სიმბოლურში

„სენტ-ეტიენის“ ფეხბურთელი ზურიკო დავითაშვილი საფრანგეთის ლიგა 1-ის მეოთხე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

ქართველი პოპულარულმა ფრანგულმა გამოცემა L’Equipe-მ გამოარჩია. ზურიკოს თამაში 7 ქულით შეფასდა.

დავითაშვილმა „ლილის“ წინააღმდეგ საგოლე პასი მიითვალა და თავის გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა (1:0).

შეგახსენებთ, რომ ზურიკო დავითაშვილი „სენტ ეტიენს“ ზაფხულში შეუერთდა და ოთხ მატჩში მან ერთი საგოლე გადაცემა ჩაიწერა აქტივში.