Loading data...
საბა გოგლიჩიძე „ემპოლიდან“ „უდინეზეში“ გადავიდა

21 წლის ქართველი მცველი საბა გოგლიჩიძე „ემპოლიდან“ „უდინეზეში“ გადავიდა. მან იტალიურ კლუბთან კონტრაქტს 2030 წლამდე მოაწერა ხელი.

გოგლიჩიძის ტრანსფერის ფასი 4 მლნ ევრო იყო.

საბა გოგლიჩიძე „ემპოლიში“ 2024 წლის იანვარში ქუთაისის „ტორპედოდან“ გადავიდა. მან სერია A-ში 36 მატჩი ჩაატარა. საბოლოოდ, ცუდი თამაშის გამო, „ემპოლიმ მე-18 ადგილი დაიკავა და სერია B-ში გავარდა. „უდინეზემ“ 2024-2025 წლის სეზონში მე-12 ადგილი აიღო და სერია A-ში დარჩა.