Loading data...
რობერტო მარტინესი: საქართველოს ძალიან კარგი გუნდი ჰყავს - საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურებოდნენ თურქეთთან და ჩეხეთთან

პორტუგალიის მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრებთან გასამართ მატჩამდე კომენტარი გააკეთა და ვილი სანიოლის გუნდი შეაქო.

„საქართველოს ძალიან კარგი გუნდი ჰყავს. საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურებოდნენ თურქეთთან და ჩეხეთთან“, - აღნიშნა პორტუგალიელთა თავკაცმა.

მან ასევე პორტუგალიის მიზნებსა და შემადგენლობაზეც ისაუბრა. 

„გამარჯვებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ერთობა და გამარჯვებულის სულისკვეთება შევინარჩუნოთ. ჩვენთვის, გამარჯვება აუცილებელია. ამ მატჩში არ ელოდოთ განსაკუთრებულ ცვლილებებს. მაგალითად, არ მიყვარს მეკარეების შეცვლა, იმიტომ რომ მათ მუდმივი კონტაქტი უნდა ჰქონდეთ გუნდთან. საკვალიფიკაციო მოვიგეთ, მაგრამ გაჩერებას არ ვაპირებ. შემადგენლობა ძლიერი და კონკურენტული იქნება“, - ამბობს რობერტო მარტინესი.

ცნობისთვის, პორტუგალია ჯგუფიდან პირველი ადგილით უკვე გავიდა, საქართველოს კი გამარჯვება სჭირდება, რომ ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის გაგრძელება გაინაღდოს. თუმცა, თუ შეხვედრაში ფრე დაფიქსირდება, საქართველოს გუნდიდან გასვლის საკითხი სხვა შეხვედრების შედეგებმაც შეიძლება დადებითად გადაწყვიტოს.

საქართველო-პორტუგალიის დაპირისპირება 26 ივნისს, საქართველოს დროით 23:00 საათზე გაიმართება.