Loading data...
რემატჩის ალბათობა დღითი დღე იზრდება - ილია თოფურიამ ჯასტინ გეიჯის შეუტია

ილია თოფურია დაბრუნდა მედია სივრცეში და პირველი, რაც გააკეთა მან ჯასტინ გეიჯისა და მის გუნდზე შეტევა იყო. მსუბუქი წონითი დივიზიონის ქართველი მებრძოლი შემდეგ მოწინააღმდეგედ არ განიხილავს არმან ცარუკიანს ან პედი პიმბლეტს, მას ამერიკელ ქამრის მფლობელთან სურს დილოგია.

„ბოლო სამედიცინო შემოწმებაც გავიარე და ოფიციალურად დავბრუნდი. იმ მასხარებს მივმართავ, ენას რომ არ აჩერებენ და ჩემს დაკნინებას ცდილობენ...აქ ვარ! ახლა მაინც ვნახავთ, რომელს აღმოაჩნდება რეალური ძალა. მადლობა თითოეულ თქვენგანს გვერდში დგომისა და მხარდაჭერისთვის.

ამჯერად პირადად გავაკონტროლებ, როგორ შეამოწმებენ ჯასტინის ხელთათმანებს, შიგნით რაიმე ზედმეტი რომ არ აღმოჩნდეს. შეხვედრამდე!“ - წერს „მატადორი“ სოციალურ ქსელში.

აღნიშნულმა განცხადებამ ააგორა ახალი ტალღა ამერიკელი ჩემპიონის არასპორტული საქციელის გზით მოგების ეჭვებზე.

თავად გეიჯის პასუხი იყო ასეთი - „94 დღე გავიდა და ყველაზე კარგი, რაც მოიფიქრე, ეს უაზრო მიზეზია. ისეთივე ცუდი გამართლებაა, როგორიც შენი ბოლო გამოსვლა ოქტაგონზე. მეტი შეგიძლია, ბავშვო“. კონფლიქტში შემდეგ ჩაერია „ჰაილაითის“ მენეჯერი ალი აბდელაზიზი, რომელსაც თოფურიამ, ასევე, საკადრისი პასუხი გასცა.

ქართველი ყოფილი ჩემპიონის გუნდის თქმით, მომდევნო წლის თებერვლიდან ისინი იქნებიან 100 პროცენტით მზად და პრიორიტეტი სწორედ გეიჯისთან ჩხუბია. საინტერესოა ისიც, რომ თავად ვეტერანი მებრძოლი ჯერჯერობით არც განიხილავს ილიასთან დიალოგს, მაგრამ საბოლოო სიტყვა დანა უაითზე იქნება.