Loading data...
რამაზ სვანაძემ უნგრეთთან მატჩისთვის სასტარტო შემადგენლობა დაასახელა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის მესამე ტურის მატჩს ბუდაპეშტში, „პუშკაშ არენაზე“ უნგრეთის ნაკრებთან გამართავს.

შეხვედრა დღეს, 2 ოქტომბერს, 22:45 საათზე დაიწყება.

„ჯვაროსნების“ მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ სასტარტო შემადგენლობა დაასახელა:

მამარდაშვილი, კაკაბაძე, დვალი, ლოჩოშვილი, გოგლიჩიძე, წიტაიშვილი, კიტეიშვილი, ეგოიანი, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია, მიქაუტაძე.

უნგრეთის შემადგენლობა კი ასეთია:

ბ. ტოტი, ოსვატი, ორბანი, ჩინგერი, კერკეზი, შეფერი, ა. ტოტი, მ. ტოტი, სობოსლაი, ნადი, ლუკაჩი.